ჩვენ შესახებ

არტ გალერეა “Noblesse” არის ერთგვარი რეკონსტრუქცია საოჯახო არტ სალონისა,რომელიც დიდი წარმატებით ფუნქციონირებს 1995 წლიდან.

 

სწორედ არტ სალონის წარმატებული საქმიანობის საფუძველზე გაჩნდა ახალი არტ გალერეის დაარსების იდეა,რომელიც იქნებოდა უფრო დიდი სივრცე,მოდერნიზებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი,მასშტაბური პროექტებით.

 

გალერეა მიზნად ისახავს: თანამედროვე ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქალი, შშმ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ნიჭიერი მხატვრების წახალისებას; ხელოვნების ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობას; საერთაშორისო კოლეგებთან აქტიურ თანამშრომლობასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციასა საერთაშორისო დონეზე;

 

გალერეის მთვარი ღირებულებებია:

◇ კეთილსინდისიერება;

◇ პასუხისმგებლობა;

◇ ხარისხი;

◇ ინკლუზიურობა;

◇ კონსერვაცია;

 

გალერეა “Noblesse”  წარმოაჩენს მიმდინარე მხატვრულ პროცესებს და მიზნად ისახავს მათ ახალ ისტორიულ კონტექსტში წარდგენას.

 

გალერეა ორიენტირებულია, წარმოაჩინოს ქართველ მხატვართა სხვადასხვა თაობა და შექმნას მემკვიდრეობითობის თავისებური კონტექსტი.

 

გალერეა, კომერციული პროფილის პარალელურად, აქტიურად ჩართულია სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობასა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. სისტემატიურად აწყობს როგორც სოლო გამოფენებს,ისე თემატურ საკოლექციო ექსპოზიციებს და ქმნის ღია პლატფორმას თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების არტ-სივრცეში. თითოეული გამოფენა იქნება დაარქივებული და სათანადოდ კატალოგიზირებული.

 

გალერეა “Noblesse” გამორჩეულია ფართო საერთაშორისო კავშირებით. იგი გახლავთ საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი. გალერეა პერმანენტულად აპირებს საქმიანი და კრეატიული ურთიერთობების არეალის გაფართოებას.

Media

კონტაქტი

არტ გალერეა “ნობლესი” მდებარეობს ძველ თბილისში, ვაშლოვანის #4
სამუშაო დღეები : ორშაბათი – კვირა
სამუშაო საათები : 11:00 – 21:00 სთ

 


Follow Noblesse on Artsy

Noblesse Gallery
4 Vashlovani St

არტ გალერი ნობლესი

არტ გალერეა ნობლესი არის ადგილი ხელოვანთათვის და ხელოვნების მოყვარულებისთვის, რომელიც ბევრ იდეას, ღირებულებას და მიზანს აერთიანებს.

Menu

კალათა

No items in cart
Art Gallery Noblesse

დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველი თარიღით

ამჟამად არცერთი ღონისძიება არ იძებნება

Contact Info | საკონტაქტო ინფორმაცია

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს ხანში. შეამოწმეთ მეილი.

ERROR!

გააკეთე ჯავშანი

შეკვეთის გასაკეთებლად შეავსეთ მონაცემები. ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ ყველა დეტალზე შესათანხმებლად

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

თქვენი შეკვეთა წარმატებით გაიგზავნა. ჩვენი თანამშრომელი მალე დაგიკავშირდებათ ყველა დეტალის გასარკვევად