აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მის საოცრად გამორჩეულ შემოქმედებას არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს. 14-29 მაისს, გალერეა „ნობლეს“-ის ორგანიზებითა და მასპინძლობით, საქართველოში მერაბ გაგილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება მხატვრის ახალი ნამუშევრები. გამოფენასთან დაკავშირებით, გალერეა „ნობლესი“ გამოსცემს უმაღლესი ხარისხის წიგნს მერაბ გაგილაძის შესახებ. სამენოვანი (ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული) წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე. გამოფენა 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მისამართი: თბილისი, ვაშლოვანის ქ. 4.
![](http://www.noblesse.gallery/wp-content/uploads/2023/05/gagiladze-website-978x637-q82-gd.png)