რუსუდან ფეტვიაშვილი

რუსუდან ფეტვიაშვილის კატალოგი

კატეგორია Default
About The Artwork
რუსუდან ფეტვიაშვილის პრემიუმ ხარისხის სამენოვანი (ქართულ-ინგლისური; ქართულ-ფრანგული) კატალოგი ფასი: 80₾
მხატვარი
ფეტვიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწვლობდა, სადაც იგი გამოცდების გარეშე მიიღეს.
რუსუდანის ილუსტრაციებით არაერთი წიგნი გამოიცა, მათ შორის ქართული ხალხური ზღაპრები და შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.  ეს უკანასკნელი მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა.
1981 წელს სენტ-იორში (საფრანგეთი) საგანგებო პრეს- კონფერენცია რათა შეესწავლათ ფენომენი, რომელსაც რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატები ეწოდება.
2017 წელს რუსუდანმა ითანამშრობლა გერმანულ კერამიკისა და ჭურჭლის ბრენდთან Villeroy & Boch. კომპანიამ მისი ნახატებით გაფორმებული ფაიფურის ჭურჭელი შექმნა, რომლის შეზღუდულ გამოშვებას ეწოდა „სიყვარული და ჰარმონია ურთიერთობაში“. კომპანიის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ვილეროიმ აღნიშნა, რომ „რუსუდანის ნატიფი ფერები და გამორჩეული ტექნიკა მათ ჭურჭელს უნიკალურობას სძენს.“
2020 წელს რუსუდანმა ითანამშრომლა შვეიცარიულ საათების ბრენდთან Jaquet Droz. ბრენდმა Grand Feu-ის ემალიზაციის მეთოდით შექმნა ექსკლუზიური მაჯის საათი, რომლის ციფერბლატზეც დატანილია რუსუდანის ნახატი . ნამუშევარი ექსკლუზიურად საათის ამ მოდელისთვის შეიქმნა.
მხატვრის ნახატები ინახება ისეთი პოლიტიკური ლიდერების საოჯახო კოლექციებში, როგორებიც არიან ჯორჯ უ.ბუში, ედუარდ შევარდნაძე, ილჰამ ალიევი, მარგარეტ ტეტჩერი, მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა, დიპლომატები რიჩარდ მაილსი და ფაბრიციო რომანო.
რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები გამოფენილია ხელოვნების სახელმწიფო
მუზეუმში (თბილისი), აჭარის ხელოვნების მუზეუმში(ბათუმი) და ქუთაისის ხელოვნების მუზეუმში.
მას არაერთი პერსონალური გამოფენა ქონია როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.
2022 წელს არტ გალერეა ნობლესში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა. ამასთან, „Noblesse”-მა გამოსცა რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების პრემიუმ ხარისხის სამენოვანი(ქართულ-ინგლისური; ქართულ-ფრანგული) კატალოგი.

Menu

კალათა

No items in cart
Art Gallery Noblesse

დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველი თარიღით

ამჟამად არცერთი ღონისძიება არ იძებნება

Contact Info | საკონტაქტო ინფორმაცია

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს ხანში. შეამოწმეთ მეილი.

ERROR!

გააკეთე ჯავშანი

შეკვეთის გასაკეთებლად შეავსეთ მონაცემები. ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ ყველა დეტალზე შესათანხმებლად

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

თქვენი შეკვეთა წარმატებით გაიგზავნა. ჩვენი თანამშრომელი მალე დაგიკავშირდებათ ყველა დეტალის გასარკვევად