გია გუგუშვილი

გია გუგუშვილი ცნობილი ქართველი მხატვარი და გრაფიკოსია. დაიბადა 1952 წელს ქ.თბილისში. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (თსსა). 1980-1988 წლებში ხელმძღვანელობდა სახვითი ხელოვნების დეპარტამენტს თბილისის მხატვრის სახლში. 1986-1996 წლებში ეკავა საქართველოს მხატვართა კავშირის საბჭოს მდივნის პოზიცია, ხოლო 2000-2004 წლებში საქართველოს ფოსტაში "საქართველოს სტამბის" თავმჯდომარე გახლდათ. 2004 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 2004-2006 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი. 2006-2009 წლებში თსსა-ს სახვითი ხელოვნების დეკანი, ხოლო 2014 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად, სადაც ხელმძღვანელობს დღემდე.

არტისტის შესახებ

გია გუგუშვილს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო და პრიზი, მათ შორის სახელმწიფო პრემია 1994 წელს.
ის ასევე იყო დუბაის ხელოვნების სიმპოზიუმის გამარჯვებული 2007 წელს, ოსაკას საერთაშორისო სიმპოზიუმის 1987 წელს და ბულგარეთის საერთაშორისო სიმპოზიუმის გამარჯვებული 1986 წელს.
მისი ნამუშევრები განთავსებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), აჭარის ხელოვნების მუზეუმში (ბათუმი),  აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), ქრისტოფ მერიანის ფონდსა (ბაზელი) და ნორტონის ხელოვნების მუზეუმში (ფილადელფია), ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა გალერეებსა და კერძო კოლექციების რიგებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

Menu

კალათა

No items in cart
Art Gallery Noblesse

დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველი თარიღით

ამჟამად არცერთი ღონისძიება არ იძებნება

Contact Info | საკონტაქტო ინფორმაცია

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს ხანში. შეამოწმეთ მეილი.

ERROR!

გააკეთე ჯავშანი

შეკვეთის გასაკეთებლად შეავსეთ მონაცემები. ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ ყველა დეტალზე შესათანხმებლად

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

თქვენი შეკვეთა წარმატებით გაიგზავნა. ჩვენი თანამშრომელი მალე დაგიკავშირდებათ ყველა დეტალის გასარკვევად