მერაბ გაგილაძე

დაიბადა ქალაქ თბილისში 1971 წლის 13 მარტს. 1987-90 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში. 1990-96 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე. მას შემდეგ ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. მისი მხატვრობის მიმართ დიდი დაინტერესების გამო 2016- 18 წლებში ახალ ნამუშევრებს ქმნიდა ნეიპალში, ფლორიდა.მხატვრის გამოფენებს ესპანეთში, თურქეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ბელგიასა და ჰოლანდიაში შეხვდებით.

არტისტის შესახებ

აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მის შემოქმედებას არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს.
2023 წელს, გალერეა „ნობლესის“ ორგანიზატორობით, საქართველოში მერაბ გაგილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენასთან დაკავშირებით, გალერეა „ნობლესი“-მა გამოსცა უმაღლესი ხარისხის წიგნი მერაბ გაგილაძის შესახებ. სამენოვანი (ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული) წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე.

ტექნიკა

მერაბ გაგილაძის დახვეწილ და მკაფიო ნახატში აშკარად იგრძნობდა მისი მხატვრული განათლება, დაზგური გრაფიკის ცოდნა. სამხატვრო აკადემიასი მან გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ადრეულ პერიოდში, ლითოგრაფიაშიც მუშაობდა, თუმცა მისი ძირითადი სტილი და მხატვრული აზროვნება რადიკალურად არ შეცვლილა, მხოლოდ გამომსახველობითი ფორმაა სახეცვლილი. მას ახასიათებს მუშაობის სწრაფი მანერა. მუშაობს ესკიზის და
ჩანახატის გარეშე . მთლიანობაში იცის თემა, განწყობა და განცდა. მტკიცე ხელი, ზუსტი და ფაქიზი მონახაზი, სიმეტრია და ზედმიწევნით გამოწერილი დეტალები, ზოგჯერ ფერადი გრაფიკის შთაბეჭდილებებსაც ტოვებს. თუმცა ფერი, კოლორიტი არანაკლებ მნიშვნელოვანია მის ნამუშევრებში. ზეთის საღებავებით ხატვისას თავის განსაზღვრული ტექნიკა აქვს, საღებავის რამდენიმე თხელ ფენას იყენებს, ძველი ოსტატების მსგავსად, ლესირების ტექნიკის გამოყენებით, გამჭვირვალე ტონებს იღებს. ნამუშევრებში ხშირად ოქროსა და ვერცხლის ვარაყია გამოყენებული. იწყებს ყვითელი ფერით და რამდენიმე ფენის შემდეგ, ყვითელი ტონი თითქოს შიგნიდან ანათებს. ფერები მოდის განწყობიდან გამომდინარე. კოლორიტი ხშირად იცვლება ქვეყნის, ადგილისა და სეზონის მიხედვითაც კი.

გამოფენები:

– 1991 Tbilisi state academy of fine arts, Tbilisi, Georgia.
– 1993 Tbilisi ethic museum, “Carvasla” gallery. Tbilisi, Georgia.
– The central house of arts, Moscow, Russia.
– 1994 The central house of arts, Moscow, Russia.
– 2000 Festival of united nacions, Baku, Azerbaijan.
– 2004 Museum of anthropology, Berkley, California, USA.
– 2006 Art ireland spring collection 2006, rds main hall, Dublin, Ireland.
– Dulwich art fair, Dulwich college, London, United Kingdom. Affordable art fair, Battersea park, London, United Kingdom.
– Art master gallery,Prague
– 2007 Gallery Bartoux,Paris,France
– Gallery Bartoux,Honfleur,France
– 2008-Personal exhibition,Atlanta,USA
– Personal exhibition,Atlanta,USA 2009-Avalon gallery,Carmel,California. Galerie Oocker.Housde,Netherlands.
– 2010- Avalon gallery,Carmel,California
– Galerie Oocker. Housde,Netherlands.
– 2011 Doku Art Galleries. Personal exhibition,Ankara,Turkey Doku Art Galleries .Personal exhibition,Istanbul,Turkey 2012- – Doku Art Galleries. Personal exhibition,Ankara,Turkey Doku Art Galleries. Personal exhibition,Istanbul,Turkey 2013 Galerie First Class Art .Hilversum,Netherlands
– Doku Art Galleries. Personal exhibition,Ankara,Turkey Altonale, Hamburg, Germany
– Doku Art Galleries. Personal exhibition,Istanbul,Turkey 2014- Doku Art Galleries. Personal exhibition,Ankara,Turkey
– Galerie First Class Art . Rotterdam, Netherlands
– Galerie First Class Art. Deventer, Netherlands
– 2015- Artexpo, New York, USA
– Doku Art Galleries. Personal exhibition,Istanbul,Turkey
– Doku Art Galleries. Personal exhibition, Ankara,Turkey 2016- Miami art festival, FL, USA
– Naples Artfair, FL, USA
– Doku Art Galleries. Personal exhibition,Istanbul,Turkey 2017- Miami Art Festival, FL, USA
– Fort Myers Artfest, FL, USA
– Louvre Festival of the Art, Paris, France
– Galerie First Class Art. Solo exhibition Den Haag.
– 2018. Doku Art Galleries. Personal exhibition, Ankara,Turkey Galerie First Class Art. Personal exhibition, Den Haag.
– 2019. Galerie First Class Art. Personal exhibition,kunst in Ootmarsum. Hetherland.
– Naples National Art Show, FL, USA Fort Myers Artfest, FL, USA
– 2022.Galerie First Class Art. Solo exhibition Den Haag. 2023.Doku Art Galleries. Personal exhibition,Istanbul,Turkey 2023 – Art gallery Noblesse, first solo exhibition, Georgia

მხატვარი მუშაობს გამოფენებზე

14 - 29 Მაისი 2023

აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მის საოცრად გამორჩეულ შემოქმედებას არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს. 14-29 მაისს, გალერეა „ნობლეს“-ის ორგანიზებითა და მასპინძლობით, საქართველოში მერაბ გაგილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება მხატვრის ახალი ნამუშევრები. გამოფენასთან დაკავშირებით, გალერეა „ნობლესი“ გამოსცემს უმაღლესი ხარისხის წიგნს მერაბ გაგილაძის შესახებ. სამენოვანი (ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული) წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე. გამოფენა 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მისამართი: თბილისი, ვაშლოვანის ქ. 4.

დაესწარი გამოფენას

Menu

კალათა

No items in cart
Art Gallery Noblesse

დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველი თარიღით

ამჟამად არცერთი ღონისძიება არ იძებნება

Contact Info | საკონტაქტო ინფორმაცია

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს ხანში. შეამოწმეთ მეილი.

ERROR!

გააკეთე ჯავშანი

შეკვეთის გასაკეთებლად შეავსეთ მონაცემები. ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ ყველა დეტალზე შესათანხმებლად

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

თქვენი შეკვეთა წარმატებით გაიგზავნა. ჩვენი თანამშრომელი მალე დაგიკავშირდებათ ყველა დეტალის გასარკვევად